პროექტი
1.პროექტის სახელწოდება:
,,დედაენა ჩვენი პირველი
წიგნია’’(ეძღვნება წიგნის საერთაშორისო დღეს).
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: წიგნის მნიშვნელობის გააზრება, ,,დედაენის ''
შექმნისა და იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის უკეთ გაცნობა მოსწავლეებისათვის.
შექმნისა და იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის უკეთ გაცნობა მოსწავლეებისათვის.
3.პროექტის აქტუალობა: წიგნის სიყვარულის ჩანერგვა მოსწავლეებში, ჩვენი ერის წინაშე ,,დედაენის''
(როგორც წიგნის) და გოგებაშვილის დამსახურების გაცნობიერება.
(როგორც წიგნის) და გოგებაშვილის დამსახურების გაცნობიერება.
4.პროექტის მიზნები: ბავშვებმა სწორად აღიქვან წიგნის მნიშვნელობა ადამიანისათვის,საფუძვლიანად გაეცნონ იაკობს, როგორც ღირსეული მამულიშვილს და როგორც საბავშვო მწერალს.მიეჩვიონ ურთიერთანამშრომლობას,დაკისრებული მოვალეობის შესრულებას,გამოავლინონ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები. შექმნან თავიანთი ხელნაწერი წიგნი.ნახონ დედაენის ძეგლი,გაიგონ
მისი შექმნის ამბავი.
მისი შექმნის ამბავი.
5.მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა : 3 კვირა--1 აპრილიდან 23 აპრილამდე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს
(ბიოგრაფიულ ცნობებს, ლექსებს, გამონათქვამებს, ფოტო და ვიდეო მასალას), შექმნიან პლაკატს წარწერითა და ნახატით, ნახავენ დედაენის ძეგლს, სადაც გადაიღებენ სურათებს, იტყვიან ლექსებს, აკინძავენ ხელნაწერ წიგნებს--,,ჩვენი დედაენა''.
8.პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი, ,,დედაენა’’, ფლომასტერები, ფანქრები, თაბახის ფურცლები,I კლასის საწერი რვეული, გოგებაშვილის წიგნები: პირველი ,,დედაენა'', დედაენის სხვადასხვა , მათ შორის თანამედროვე გამოცემები, ,,რუსსკოე სლოვო'',,, ბუნების კარი''.
9.პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები): კლასს დავყოფ ოთხ ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს მივ-
ცემ კონკრეტულ დავალებას,რომელიც უნდა მოამზადონ გარკვეულ ვადაში,14 აპრილს-- დედაენის დღეს მოეწყობა გასვლითი ღონისძიება დედაენის ბაღში,სადაც მოყვებიან ლექსებს, გადაიღებენ სამახსოვრო
სურათებს , 23 აპრილს,წიგნის საერთაშორისო დღეს საკლასო ოთახში მოვახდენთ პროექტის შეჯამებას.
ოთახში მოეწყობა პლაკატის,ფოტომასალის გამოფენა,ჯგუფები წარმოაჩენენ თავიანთ დავალებებს--ერთი ჯგუფი წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრებს,მეორე გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და დამსახურებაზე,მე-3 --დედაენის შესახებ,მეოთხე---შექმნილ პლაკატზე,ნახავენ ვიდეომასალას იაკობის სახლ-მუზეუმის შესახებ, თითოეული ჯგუფი აკინძავს წიგნს( რომლის ნაწილებიც ყდა ,შიგა ხელნაწერი ფურცლები
წინასწარ ექნებათ დამზადებული) , ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მოახდენს წიგნის პრეზენტაციას,ბოლოს ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს,დავასრულებთ სიმღერით ,,სულ იქნება ჩვენს მამულში აი ია,აი ია''.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: ქართული, ხელოვნება,მუსიკა.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
მარინა ჭუმბურიძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
: marinachumburidze78@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი : marinamaswavleblisblogi2018.blogspot.com
No comments:
Post a Comment